პედაგოგებისთვის კუთვნილი შვებულება დაწყებულია და უმრავლესობას აინტერესებს, როდის დაირიცხება საშვებულებო ანაზღაურება.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ უმჯობესია პედაგოგებმა დეტალები დამსაქმებლებთან გაარკვიონ, თუმცა სკოლების ნაწილში სამინისტროდან თანხები უკვე წამოსულია და საშვებულებო ანაზღაურება ეტაპობრივად 7-დან 15-მდე ჩაერიცხებათ.
შეგახსენებთ, რომ ეს მცირე გაუგებრობა სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა გამოიწვია, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივლისს ჩატარდება