შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის 2 დღიანი გამოცდის შეჯამებას წარმოგვიდგენს.
ცნობილია, რომ 3 და 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი.
დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.
7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება.
რაც შეეხება გამოყენებულ ტესტებს, ისინი 5 ივლისს გამოქვეყნდება.