წერა-კითხვის არმცოდნე არასრულწლოვანებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა
25-07-2025
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილები შევიდა, რომელსაც ხელს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აწერს. ცვლილება იმ არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავდებულებს ეხება, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან.

„წერა-კითხვის არმცოდნე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს“, - აღნიშნულია კანონში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203