ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება და აბიტურიენტები, დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. დილის სესიიდან გამოსული აპლიკანტები აღნიშნავენ, რომ გამოცდა რთული არ ყოფილა.
„პროგრამულიდან შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყო, ანდერძი. თეზისი მეგობრობაზე მოვიდა. საკმაოდ მარტივი დასაწერი იყო. არაპროგრამული არ მახსოვს. რედაქტირებაც არ იყო რთული“, - აღნიშნა საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტმა.
„ვეფხისტყაოსანი“ იყო, თეზისი: შეიძლება თუ არა ადამიანმა დათმოს ყველაფერი მიზნის მისაღწევად. არაპროგრამულიდან ნოდარ წულეისკირის მოთხრობა მოვიდა. რა თქმა უნდა ვეფხისტყაოსანი“ დავწერე“, - გვეუბნება აპლიკანტი.
არაპროგრამული ნაწარმოები იყო ნოდარ წულეისკირის „აფთარი“. ხოლო პროგრამლიდან „ვეფეხისტყაოსანი“ ხვარაზმელი სასიძოს მოკვლის ეპიზოდი თეზისი იყო „ადამიანმა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს თუ არა“.