წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ - გიმნაზიის კურსდამთავრებული აბიტურიენტებისათვის, აგრეთვე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის ტაძრის სკვერში - „გონების შემატების“ ხატთან, ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღასრულა.
დღეს, 3 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც გიმნაზიის 26 კურსდამთავრებულია რეგისტრირებული.
გიმნაზიის დირექცია ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს გამოცდების მიმდინარეობას და ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ 2024/2025 სასწავლო წელს გიმნაზიას 8 მედალოსანი ჰყავს.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და სასურველ უნივერსიტეტებსა და სპეციალობებზე ჩაბარებას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: