ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ავეტიანცი სამუსიკო სკოლამ შემოქმედებით საქმიანობაში​ აქტიური მონაწილეობისა და სანიმუშო სწავლისთვის დააჯილდოვა 
03-07-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ წახალისებულია მათი შემოქმედებითობა

შემოქმედებითი საქმიანობით გამოირჩევა მე-9 კლასის მოსწავლე მათე ავეტიანცი, რომელიც დ. თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის გარეშე სახელოვნებო დ. თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ წარჩინებისა და მადლობის სიგელები მიანიჭა სანიმუშო სწავლისა და სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის. აღინიშნა ასევე სასკოლო შემოქმედებით საქმიანობაში მისი აქტიური მონაწილეობა. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის აქტიურობა და უსურვებენ როგორც ცოდნის მწვერვალების დაპყრობას ისე შემოქმედებით განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...