წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელექტუალურ თამაშში 
03-07-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე ზრუნავენ მათ ანალიტიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. მათი ცოდნისა და უნარების წახალსიება-წარმოჩენის მიზნით კი ახალისებენ მოწაფეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. აქტიურ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“. 

ინტელექტუალური თამაში ყოველ წელს ტარდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში. 2024-2025 წელს „ბროლის ბუ“ დამსახურებულად მოიპოვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის  გუნდმა - „არისტოსი“.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...