„ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას... ნუ იღელვებენ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დახვდეთ კომფორტული, მშვიდი გარემო და შეძლონ საკუთრი ცოდნის გამოვლენა“, - ასე გამოეხმაურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი ეროვნულების დაწყებას.
დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა - გამოცდაზე 7 პროცენტი არ მივიდა
მან მეორე სესიის აპლიკანტებს მიმართა: „ჩემი რჩევაა, ზუსტად ორ საათზე გამოცხადდნენ ცენტრებში, რადგან არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით - დაგვიანებული გამოსაცდელი ვერ შევა საგამოცდო სივრცეში. საგამოცდო ბარათი და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი იქონიონ“, - დასძინა ნინო წერეთელმა.
ასევე აპლიკანტებს ურჩია, გამოცდის წინა დღეს ყველა სახელმძღვანელო გადადონ: „წინა დღეს ვისაც როგორ უყვარს დასვენება, ისე დაისვენოს... არც ერთი წიგნი, სახელმძღვანელო არ გადაშალონ. ყველას გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებას“.