ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.
მათ შორისაა, ნატო გიორგაძე, რომელიც აქტიურად შეუერთდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“.
კონფერენცია მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლისთავს.
კონფერენციის გახსნას დაესწრნენ: უნივერსიტეტის რექტორი – შალვა კირთაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გრიგოლ დალაქიშვილი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი - მამული ბუჭუხიშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პრაქტიკოსი პედაგოგები და მკვლევრები, რომლებიც განათლების სფეროში მნიშვნელოვანი თემების განხილვაში არიან ჩართულნი.
ნატო გიორგაძე კონფერენციაზე წარდგა თემით - „ტექსტის გააზრების საფუძვლები და სტრატეგიები დაწყებით კლასში“ და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესიც დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: