ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო
03-07-2025

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის წერას ზუსტად 09:00 საათზე დაიწყებენ. გამოცდა დღეს ორ სესიად (დილის და შუადღის) ჩატარდება. 

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი 3 საათი გრძელდება, ხოლო მაქსიმალური ქულა - 60-ია. საგნის გამოცდა 4 ივლისს დასრულდება.

ქართულის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია, ნახეთ რომელი ნაწარმოებებია ამოღებული

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები დღეს, 3 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

აქვე გეტყვით, რომ წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა მათთვის გამოცდები 10 ივლისს ჩატარდება. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მათი გამოცდები კი 21-22 ივლისს ჩატარდება; რაც სეეხება მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. საგამოცდო პროცესს ისინი 8 ივლისს შეუერთდებიან და ბოლო გამოცდა კი 23 ივლისს ექნებათ.

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...