ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშები ღონისძიებით სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს. ბავშვებმა ლამაზი საღამო აჩუქეს სასკოლო საზოგადოებას - საზეიმო პროგრამა მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს, მე-4 კლასელებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ბავშვებმა პედაგოგის - ლიანა დევიძის წვლილი აღნიშნეს და მას შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
კლასის ხელმძღვანელი ლიანა დევიძე კი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა, მათ გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, რათა ასახელონ როგორც მასწავლებელი, ისე მშობლები, სკოლა და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: