გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში გლოვაა. ტრაგიკულად დაიღუპა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მათე ლეთოდიანი. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ივანდიდის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები, მშობლები იუწყება რომ ტრაგიკულად დაგვეღუპა ჩვენი ღიმილის ბიჭი, მეათე კლასის მოსწავლე მათე ლეთოდიანი. სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს და ამ გაუსაძლის მწუხარებაში თანაუგრძნობს ჭირისუფალთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლასა და მათე ლეთოდიანის ოჯახს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.