სსიპ ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინიციატივით, დაფუძნდა სოციალური საწარმო „პაპიე ლაბი“, რომლის მიზანია ეკოლოგიურად სასარგებლო პროდუქციის წარმოება რეციკლიზაციის გზით, სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობრივი უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება, გარემოზე ზრუნვა, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა და სკოლის საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
სოციალურ საწარმოში მეორადი ქაღალდი გარდაიქმნება ხელნაკეთ, სასარგებლო პროდუქტად, რაც მოსწავლეებს არა მხოლოდ მეწარმეობრივ უნარებს უვითარებს, არამედ, ასწავლის, როგორ შეიძლება ნარჩენი რესურსად იქცეს.
სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).
R