ბოლნისის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორისაა ანანო დემურაშვილი.
ახლახან, ის ფესტივალზე მუნიციპალიტეტის მერიისგან საზეიმოდ დაჯილდოვდა.
8 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა.
ფესტივალზე გაიმართა, სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვისა და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების შემდეგ, ღონისძიება წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალით დაგვირგვინდა.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
წარჩინებულ მოსწავლეთა შორის დაჯილდოვდა ბოლნისის N3 საჯარო სკოლის კურდამთავრებული ანანო დემურაშვილი.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით, მის ერთგულ გულშემატკივრებად რჩებიან და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ანანოს ამ მიღწევას და უსურვებს წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სურვილების ასრულებასა და საინტერესო, წარმატებით სავსე მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: