„მომავალი ჩვენია“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
01-07-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს და სასწავლო წლის მიწურულს გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. 

სკოლაში გაიმართა მე-4 კლასის საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „მომავალი ჩვენია“. 

კლასის დრამიგებელმა  ვერიკო მიქავამ მოსწავლეებს დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება მოუწყო. ღონისძიების დეკორატორი გახლდათ მარინა ჩხაიძე, მუსიკალურად გააფორმეს - თინა ღლონტმა, თეონა ძირკვაძემ და თამილა ვაჩეიშვილმა. შთამბეჭდავი სანახაობის ქორეოგრაფი კი ზურა წულაძე იყო. 

დამსწრე საზოგადოებას მეოთხე კლასის მოსწავლეებმა  – გულწრფელი სიტყვებით, სითბოთი და ბავშვური სილაღით გაუზიარეს თავიანთი სასკოლო მოგონებები, მიღწევები და სიყვარული: გაიხსენეს  გზა სკოლის პირველ კლასიდან მეოთხემდე, როგორ შეიძინეს მეგობრები და როგორ ისწავლეს ერთმანეთის გვერდით დგომა.

მათმა სიმღერებმა და ლექსებმა სამშობლოზე დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ როგორ იწყება სიყვარულის გრძნობა სწორედ პატარაობიდან – საკუთარი ერის, მიწის და ისტორიისადმი. ბავშვებმა განსაკუთრებული მადლიერებით ისაუბრეს მასწავლებლებზე – იმ ადამიანებზე, ვინც ოთხი წლის განმავლობაში დაუღალავად უძღვებოდა მათ ცოდნის გზაზე, სიყვარულითა და მოთმინებით.

გამოსაშვებ ზეიმზე მასწავლებლებმა -  გოგოლა მგელაძემ, ვერიკო მიქავამ, თინა ღლონტმა, ელიზა ღლონტმა, მაია დავითაშვილმა, მარინა ჩხაიძემ და მაკა გოგიტიძემ მოსწავლეებს მიუძღვნეს სიმღერა.

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და უხურვებენ ასეთივე შემართებით გაარძელონ სწავლა-განათლება. 

„ვულოცავთ, მოსწავლეებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ნათელ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...