ფერეთის საჯარო სკოლის კლუბმა - „შთაგონებამ“ ლიტერატურულ ღონისძიებაზე სტუმრების მხურვალე ოვაციები და დიდი სიყვარული დაიმსახურა
01-07-2025

სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კულტურულ თუ შემოქმედებით ღონისძიებაში. 

სწორედ მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“. 

28 ივნისს, კლუბი „შთაგონება“ და პედაგოგი ნატალია ენუქიძე ქ.ქუთაისში ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლში პოეტ ირინოლა ტყეშაველის (ირინა ხურციძის ) პოეზიის საღამოზე მიიწვიეს. 

პოეტი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, მაგრამ ღონისძიებას დისტანციურად დაესწრო და დიდი სიამოვნებით უსმენდა როგორ კითხილობდნენ ღონისძიების მონაწილეები მის ლექსებსა და მის მიმართ წარმოთქმულ სიტყვებს.

კლუბ „შთაგონების“ მოსწავლეებმა ლიტერატურულ საღამოზე შეასრულეს ქართული სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და მიწვეული სტუმრების ოვაციები და დიდი სიყვარული დაიმსახურეს. 

ნიჭიერი მოსწავლეები პოეტმა საკუთარი ლექსების კრებულით დაასაჩუქრა. პედაგოგი ნატალია ენუქიძე ამაყობს მოსწავლეთა მონდომებით, გულითად მადლობას უხდის ქართველ პოეტს და ღონისძიების ორგანიზატორებს. 

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მოსწავლეების და მშობლების სახელით ირინოლა ტყეშაველს, რადგან საკუთარი წიგნები საჩუქრად გადმოგვცა. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნატო მეფარიშვილს და ანდრია სინაურის ლიტერატურული სახლის მასპინძელს ცისმარი მხეიძეს ბავშვებს დიდი სიყვარულით და პატივით შეგვხვდა. გაგვაცნო ანდრია სინაურის ცხოვრება და მოღვაწეობა. ანდრია სინაურის ანდერძის თანახმად, მის სახლში იმართებოდა და იმართება შემოქმედებითი ლიტერატურული საღამოები, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის მისაბაძი და საინტერესოა“,- აღნიშნავს პედაგოგი ნატალია ენუქიძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...