აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამორჩეულ პედაგოგებთან ინტერვიუ ჩაწერეს
01-07-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

უკვე რამდენიმე წელია სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფო ენის – ქართული ენის – შემსწავლელი კურსი.

კურსი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს: მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ინტერაქტიულ სასწავლო პროცესში, ამზადებენ თემატურ პრეზენტაციებს, იწერენ ინტერვიუებს სხვადასხვა თემაზე, უყურებენ ქართულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებსა და ანიმაციურ ფილმებს, დგამენ სპექტაკლებსა და შემეცნებით ღონისძიებებს.

ამჯერად, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში – მათ ჩაიწერეს ინტერვიუ ამავე სკოლის გამორჩეულ და ღირსეულ პედაგოგებთან - ლუარა მაზმანიანთან და ზუბეიდა ზურნაჩიანთან.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამჟამად აღარ მუშაობენ სკოლაში, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათი პროფესიული გამოცდილება და წვლილი საგანმანათლებლო საქმიანობაში დღემდე სამაგალითოდ რჩება მომავალი თაობებისთვის. ამიტომ მოსწავლე-მასწავლებლების შეხვედრა ემოციებით სავსე და დაუვიწყარი გამოდგა.

მოსწავლეთა ჩაწერილი ინტერვიუ იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...