3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, გარემოს სააგენტო ავრცელებს ამინდის პროგნოზს მუნიციპალიტეტებში არსებული ცენტრების მიხედვით
თბილისში 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსამდე დაიკლებს.
ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში, რუსთავსა და გორში +21, +23 გრადუსი იქნება, ხოლო ახალციხესა და თელავში ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს. ყველა მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.