„რაც მთავარია, ბაღები არის უფასო“ - კალაძე თბილისის ბაღებზე
02-07-2025

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარდგენისას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო.

„რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, ყველა ხედავთ, როგორი სტანდარტი შემოვიღეთ, როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი კვება და სისუფთავეა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შვილები პირვანდელ განათლებას ყველანაირად მოწესრიგებულ გარემოში უნდა იღებდნენ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს გამოწვევები, ძველ შენობებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და ძირითადად ახალ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს საბავშვო ბაღები არის უფასო. წლების განმავლობაში იყო ფასიანი, რაც ოჯახებისთვის ფინანსურად დიდ ზეწოლას წარმოადგენდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...