მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
30-06-2025

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულია სქემის მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის, 21-ე მუხლის, 21 „​1“ მუხლის, 23-ე მუხლის, 23​„1“ მუხლის, 23 „​2“ მუხლის, IV თავის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 43-ე მუხლის მოქმედება.

ეს კი ნიშნავს, რომ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერებულია:

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება;

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა და დასკვნის გასაჩივრება;

სკოლის ბაზაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება; 

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება...

არადა, განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, პედაგოგთა პროფესიული განვთარების განახლებული დოკუმენტი მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე უნდა გამოქვეყნებულიყო.

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...