
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს გამოსაშვები ღონისძიებით - „მომავალი ჩვენია“.
მოსწავლეებმა შეაჯამეს ერთად გატარებული ნაყოფიერი ოთხი წელი და დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს - მზია ნიკვაშვილს, რამაც ღონისძიებას ამაღელვებელი ელფერი შესძინა.
ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ საინტერესო საზეიმო პროგრამით, წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ოთხი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გაგრძელონ სწავლა-განათლება. ღონისძიებას ახლდა გულწრფელი ემოციები, მადლიერება და სიხარული.
იხილეთ ფოტოები: