რეიტინგული ქულები ცნობილია - საბოლოო არჩევანის გაკეთება 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ პროფესიულის  სტუდენტებს
30-06-2025
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უკვე შეგიძლიათ vet.emis.ge-ზე იხილოთ:
  • რეიტინგული ქულა
  • რეიტინგულ სიაში თქვენი ადგილი
გაითვალისწინეთ: 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, აუცილებლად უნდა გააკეთოთ საბოლოო არჩევანი სისტემაში და მონიშნოთ ის პროფესიული პროგრამა, რომელზეც მოიპოვეთ ჩარიცხვის უფლება.
 
ნუ გადადებთ ბოლო წუთამდე – დროულად შედით სისტემაში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროგრამა!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...