დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა
01-07-2025

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.

სახალისო და მამოტივირებელი აქტივობებით განსაკუთრებით განებივრებულები იყვნენ დაწყებით კლასის მოსწავლეები. მათ შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა ჯგუფური მუშაობა თემაზე - „წელიწადის დროები“. მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტების მიხედვით პოსტერები შექმნეს. 

მოსწავლეთა პოსტერები მრავალფეროვანია, საქმეს პატარები შემოქმედებითად მიუდგნენ და მეტად საინტერესო და თვალწარმტაცი ნამუშევრებიც მიიღეს, პედაგიგი კი სიამაყით აღავსეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203