
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი ცოდნა, პედაგოგები მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა და ღონისძიებებს, აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
რა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედაენის დღე. პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართეს, მოწაფეებს ესაუბრნენ ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობაზე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ენის როლი ერთის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი ქართული ენის დღე სახალისო და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: