
დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება იმართება.
რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედამიწის დღე. მე-3 კლასის მოსწავლეები არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ. პედაგოგები მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
„აღვადგინოთ ჩვენი პლანეტა“ - ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
იხილეთ ფოტოები: