დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლამ სიამაყით უმასპინძლა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჩვენი მოსწავლეების პროფესიულ განვითარებას ემსახურება. კოლეჯ „აისთან“ თანამშრომლობით, არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებთან:
არხილოსკალოს სტუმართმოყვარე სკოლის გარემოში განხორციელდა პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსები, კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელის, მალხაზ ასლამაზაშვილის ხელმძღვანელობით. კურსებმა მოიცვა ორი მოთხოვნადი სპეციალობა: ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება ღია და დახურულ გრუნტში და კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა.
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სკოლის შემდგომ საფეხურზე მათი ეფექტიანი გადასვლის ხელშეწყობა.
ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს კურსები და არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გამართულ სადღესასწაულო ცერემონიაზე მიიღეს სერტიფიკატები კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელისგან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი პროფესიული ზრდისა და მომავალი კარიერული შესაძლებლობების გაფართოების გზაზე!
არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი, მაია სიმონიძე, მადლობას უხდის კოლეჯ „აისის“ ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელმაც მოსწავლეებს პროფესიული უნარების განვითარების საშუალება მისცა.
„ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ზემო ქედის N1, ზემო ქედის N2 და სამთაწყაროს საჯარო სკოლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რამაც ჩვენს მოსწავლეებს ერთად მისცა შანსი, გახდნენ მომავლის პროფესიონალები!
არხილოსკალოს საჯარო სკოლა ამაყობს, რომ გახდა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მასპინძელი, სადაც ჩვენი სტუმართმოყვარეობითა და თანამშრომლობით ხელი შევუწყვეთ მოსწავლეების პროფესიულ ზრდას!
ერთად ვქმნით მომავლის პროფესიონალებს!“, - აღნიშნავს დირექტორი.
პროექტი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით, საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები: