არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
01-07-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან - ლიზი ბენაშვილი, ლილი საქიძე, გვანცა წიკლაური, ელენე კობაიძე, სალომე თინიკაშვილი და მარიამ სეთურიძე, რომელთაც სკოლა წარჩინებით დაასრულეს. 

ახლახან, კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ისინი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დააჯილდოვა. 

კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა. 

წელსაც, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, ყვარლის „ილიას ტბაზე“ გაიმართა რეგიონული მასშტაბის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები, მათ შორის იყვნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: ლიზი ბენაშვილი, ლილი საქიძე, გვანცა წიკლაური, ელენე კობაიძე, სალომე თინიკაშვილი და მარიამ სეთურიძე.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებასა და განათლებული ახალგაზრდების მიერ მიღწეული წარმატებების პოპულარიზაციას. გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს ყოველწლიურად გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

2025 წელს, რეგიონის მასშტაბით 420 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 2022 წელს პირველად გაიმართა, ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად აერთიანებს რეგიონის ნიჭიერ ახალგაზრდებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე, კლასის დამრიგებელი ნონა ბედუკაძე და მოსწავლეთა მშობლები.

შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა, კახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა.

ღონისძიება ტრადიციულად დასრულდა ქუდების ცაში ასროლის ცერემონიით, რაც ახალგაზრდების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოა.

სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა ცოდნის წახალისება, შრომის დაფასება და ამაყობენ მათი წარმატებით. 

„არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ მალხაზ მერაბიშვილს, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელს ქალბატონ მაკა ჯანაშვილს.

სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის განხორციელებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...