
თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა 2024-2025 წელი შეაჯამეს.
24 ივნისს, სკოლაში პედაგოგიური საბჭოს წლის შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა.
სკოლის დირექტორმა, შალვა ხუციშვილმა პედაგოგებს გააცნო 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მიღწევები სასწავლო აღმზრდელობითი კუთხით და მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მხრივ.
კათედრის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს განხორციელებული საქმიანობის შესახებ, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კუთხით.
თითოეული საგნის მასწავლებელმა და კლასის დამრიგებელმა წარადგინა გაწეული მუშაობის წლიური ანგარიში. მასწავლებელმა აღნიშნეს, თუ როგორია მოსწავლეთა მიღწევები სტანდარტთან მიმართებით.
კლასის დამრიგებლებმა ისაუბრეს ჩატარებული ერთობლივი (მოსწავლე-მშობელი) მუშაობის შესახებ. პედაგოგიურმა საბჭომ გააანალიზა შედეგები, გამოკვეთა ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები.
სკოლის მიერ გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ახალი სასწავლო წლისთვის დაისახა სტრატეგია, ძლიერი მხარეების შენარჩუნებისა და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
სხდომის დასასრულს, მასწავლებლებმა კენჭისყრით გამოავლინეს წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მასწავლებლებს და მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წელს!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: