ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს და ცოდნა და შესაძლებლობები შეაჯამეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც სასწავლო წლის განმავლობაში, პედაგოგ გაიანე აჩიკიანის დახმარებით, შეიძინეს.
მოსწავლეებმა სიამაყით აღავსეს მშობლები და დამრიგებელი და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: