ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულები ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან.
სკოლაში, მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, არაერთი ღირსეული თაობა აღზრდილა, რითაც ყოველთვის ამაყობს სკოლის დირექცია.
26 მაისს ბურნაშეთის საჯარო სკოლაში 1977 წლის კურსდამთავრებულებს უმასპინძლეს. სკოლამ მათ ლამაზი ღონისძიება მოუწყო და სკოლის დამთავრების 48 წლისთავი მიულოცა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კურსდამთავრებულები ჩამოსულები იყვნენ სომხეთიდან, ასევე რუსეთიდან.
ემოციური იყო მათი შეხვედრა - სითბოთი და სიყვარულით სავსე.
„ა და ბ კლასში სულ იყო 62 მოსწავლე იყო, მაგრამ მონაწილეობა მიიღო 33-მა კურსდამთავრებულმა“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები არასდროს ივიწყებენ მშობლიურ სკოლას.
იხილეთ ფოტოები: