ჯილდო „საუკეთესო ინოვაციური იდეისთვის“ - მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჯიყაშვილისა და მის თანაგუნდელთა წარმატება აგრო კვირეულში
30-06-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად, სკოლაში ელენე ჯიყაშვილის წარმატებით ხარობენ.

მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჯიყაშვილმა, ინგლისური ენის პედაგოგ ნატო ჯავახიასთან და ACCESS Lagodekhi-ს გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აგრო კვირეულში, რომელიც გაიმართა თელავის ტექნოპარკში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ელენემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში - მის მიერ შექმნილმა გვერდმა (გეგმა/პროტოტიპი) გუნდის მუშაობა სრულყოფილი გახადა და საბოლოოდ მათ მოიპოვეს პრესტიჟული „საუკეთესო ინოვაციური იდეის“ ჯილდო.

ღონისძიებაზე სულ სამი ძირითადი ნომინაცია იყო:

საუკეთესო ინოვაციური იდეა;
საუკეთესო გუნდურობა;
საუკეთესო პრეზენტაცია.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორს. 

„მადლობას ვუხდით ორგანიზატორს - იაკობ სამუკაშვილს - ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...