მოსწავლეებით სავსე ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
29-06-2025

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და მძღოლს ტრანსპორტის გაჩერებისკენ მოუწოდეს.

„გვანიშნებნდნენ, გააჩერეთ ავტობუსიო, უკან რომ მოვიხედეთ კვამლი და ცეცხლი იყო. დენის კაბელებს გაუჩნდაო, უცებ ჩავუშვით ბავშვები და შემდეგ ჩავედით დიდებიც. ძალიან შეგვეშინდა, პოლიციაც მოვიდა. ამ ავტობუსით გავაგრძელეთ ექსკურსია, მაგრამ ერთ მშობელს და ბავშვს შეეშინდა და აღარ გამოგვყვნენ“,- უთხრა ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა სააგენტოს.

ბავშვები ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები არიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...