„საშვი“, რომლის გარეშეც ტესტირებაზე არ დაიშვებით - ცნობილია, რამდენი გამოსაცდელი იქნება თითოეულ სექტორში
29-06-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათის მნიშვნელობაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ თითოეულ სექტორში იქნება 15 გამოსაცდელი და ორი დამკვირვებელი.

„გამოსაცდელებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  და საგამოცდო ბარათი; ეს არ არის ფარატინა ფურცელი, ერთგვარი „საშვია“ გამოცდაზე... მასზე დატანილია ინფორმაცია ქალაქის, საგამოცდო ცენტრის შესახებ, საგანი, თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია... სამწუხაროდ, მიუხედავად გაფრთხილებისა, გვაქვს დაგვიანების შემთხვევები, რა დროსაც აპლიკანტი იხსნება გამოცდიდან.

რაც შეეხება საგამოცდო სივრცეს, დაყოფილი სექტორებად და თითოეულ სექტორში არის 15 გამოსაცდელი, კოორდინატორი გააცნობს ყველა წესს და უნდა გაითვალისწინონ, რომ  დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობისთვისაც იხსნება აპლიკანტი გამოცდიდან. შარშან 1 შემთვევა გვქონდა.

აკრძალული ტელეფონი, ზურგჩანთის შეტანა... უნდა შევიდეს გამოსაცდელი ყოველგვარი ზედმეტი ივთის გარეშე, კალამ ყველას ვახვედრებთ, უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი და წყალი, სურვილის შემთვევაში.

ყველას მოვუწოდებ არ  ინერვიულონ, მინიმაური კომპეტენციის ზღვარი არც ისეთი მაღალია“, - განაცხადა ნინო წერეთელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...