სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას თბილისის მერია გადაიბარებს
27-06-2025

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, პირველი სექტემბრიდან მოხდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია. საქართველოს მთავრობამ კი, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში, უნდა განსაზღვროს სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებები.

რომელ უწყებებს განესაზღვრებათ უფლებამონაცვლეობა და მიმდინარე პროექტების შეჩერების რისკის გამო, დააჩქრებს თუ არა მთავრობა შესაბამისი საკითხის განხილვას - აღნიშნული კითხვა-თხოვნით, ირაკლი კობახიძეს, პლენარულ სხდომაზე მოხსენების წარდგენისას, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მიმართა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისის შემთვევაში კი მერია შეითავსებს.

„დეცენტრალიზაციის ფარგლებში მიგვაჩნია, რომ აღნიშნილი საკითხების მოგვარება უნდა გადავიდეს ადგილობრიცვი თვითმმართველობების კომპეტენციაში“. - განაცხადა კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...