3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება
28-06-2025

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.


ამასთან, ჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მასწავლებლის, ასევე სპეციალური მასწავლებლის დასაქმების კუთხით. კერძოდ, იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოპოვებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.


აგრეთვე, იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა.


გარდა ამისა, ცვლილებებით, დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...