„მე ვარ დედამიწის გმირი“ - საინტერესო ეკოაქტივობები დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში 
27-06-2025

დედამიწას, რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედამიწის დღე. გარემოსდაცვითი დღესასწაულისადმი მიძღვნილი აქტივობები დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა თამაშით - „მე ვარ დედამიწის გმირი“ დაიწყეს.

კლასის დამრიგებელი, ნანა ბეგიაშვილი საგანმანათლებლო დანიშნულების გაზრდის მიზნით, შეეცადა, რომ ღონისძიება ეკომეგობრული ყოფილიყო, ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია დედამიწის შესახებ.

თეორიულ ნაწილს ახლდა პრაქტიკული აქტივობები, რამაც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახადა გაკვეთილი.

მოსწავლეებმა მინი-ლექციის შემდეგ ნახეს ვიდეო ბუნების მრავალფეროვნებაზე, შექმნეს გამაფრთხილებელი აბრები და ჩამოაყალიბეს პრევენციული ზომების ნუსხა, რომლის დაცვაც აუცილებელია გარემოს დაბინძურების ასაცილებლად და დედამიწის გადასარჩენად...ასევე მათ შეძლეს დედამიწის დახატვა, გაფერადება და სლოგანების ჩაწერა: „დედამიწა ჩვენი სახლია!“ „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“

აქტივობებში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რისთვისაც კლასის დამრიგებელი მათ მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...