ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი წერეთელი წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
27-06-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. აქტიური მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, IX კლასის მოსწავლე ლიზი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ წერილების წერის საერთაშორისო კონკურსში, რომლის თემატიკაც ამჯერად ეკოლოგიას მიეძღვნა - „წარმოიდგინე, რომ ხარ ოკეანე, მისწერე წერილი ადამიანს, თუ რატომ ან როგორ უნდა იზრუნოს შენზე“.

კონკურსანტი მოსწავლე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელით და სიმბოლური საჩუქრით.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლა კიდევ უამრავ წარმატებას უსურვებს თავის წარჩინებულ მოსწავლეს ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...