„ეს ოთხი წელი“ - საქობოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
27-06-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

ღონისძიება სახელწოდებით - „ეს ოთხი წელი“ შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა გაიხსენეს დაწყებით საფეხურზე შესწავლილი, იაკობ გოგებაშვილისა და სხვა მწერლების შექმნილი საყვარელი ნაწარმოებები და სცადეს მათი ინსცენირება.

გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, ღონისძიება გაალამაზეს მუსიკალური ნომრებით.

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„გაწეული სამუშაო მიზნად ისახავდა  დღემდე შეძენილი უნარების გამოვლენას ბავშვებში და მზადყოფნას ხვალინდელი დღისთვის. დღემ ემოციურად ჩაიარა სკოლის ხელმძღვანელობისა და მშობელთა თანადგომით. ვუსურვოთ პატარებს ბედნიერი ხვალინდელი დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...