ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ასევე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე, რაც ახალგაზრდების შესაძლებლობებზე აისახება.
რა თქმა უნდა, მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზღაპრის კვირეულს.
სკოლამ მონაწილეობა მიიღო ზღაპრის კვირეულის დასკვნით ნაწილში. მოსწავლეები სცენაზე შთამბეჭდავი თეატრალური სანახაობით წარდგნენ.
მოსწავლეებმა სტუმრების მაღალი შეფასება, მხურვალე აპლოდისმენტები და ბევრი ჯილდო და სიგელი დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: