„სასიხარულოა, ასეთი მოსწავლე რომ გყავს“-დაბა მესტიის N2 სკოლამ სამაგალითო მოსწავლის- ილია ხერგიანის აღზრდისთვის izrune.ge-სგან მადლობის წერილი მიიღო
27-06-2025

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ხერგიანი izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული და აქტიური წევრია. ის  მთელი 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში მონდომებით ასრულებს თემატურ ტესტებს, სისტემატიურად ერთვება საგნობრივ ოლიმპიადებში და წარმატების დასტურად დაჯილდოებულია სერტიფიკატებითა და დიპლომებით. 

მან არაერთხელ ასახელა სკოლა და ოჯახი, მისი წარმატება სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ახლახან, სკოლამ მოსწავლის წარმატების დასტურად izrune.ge-სგან წერილი მიიღო. მოტივირებული და განათლების მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლის აღზრდისთვის დირექტორის - ნატო გვარლიანისა და მთელი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელზე მადლობის წერილი გაიგზავნა. 

ილიას, როგორც წარჩინებული მოსწავლის სახელი არაერთხელ გაჟღერდა პროექტის საშუალებით. მან ასახელა სკოლა და ოჯახი. ამ წარმატებაში კი გვჯერა, რომ სკოლას და მის პედაგოგიურ კოლექტივს დიდი წვლილი მიგიძღვით. გვინდა, გულითადად მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და ილიას თითოეულ პედაგოგს ასეთი მოტივირებული და განათლების მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლის აღზრდისთვის“,-ვკითხულობთ წერილში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ, ახარებთ, მადლობის წერილი და მოსწავლეთა უწყვეტ განათლებაზე მზრუნველი პორტალის შეფასება. 

„ვულოცავთ, ილია ხერგიანს, აწ უკვე მე-3 კლასის მოსწავლეს, საგანმანათლებლო პროექტ izrune.ge- ს შეფასებას. სასიხარულოა, როდესაც ასეთი აღსაზრდელი გყავს. ილია არის სამაგალითო მოსწავლე, იმავდროულად უკვე წარმატებული სპორტსმენი. მადლობა ილიას მშობლებს - ეკა გვარლიანს და ბექა ხერგიანს ასეთი შვილის აღზრდისთვის. მადლობა მის პედაგოგებს და, რა თქმა უნდა, „izrune.ge“-ს გუნდს, მუდამ რომ ზრუნავენ ახალგაზრდა თაობების წარმატებაზე. ბედნიერი მომავალი ილიას და მის თანატოლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტობი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...