
2025-2026 სასწავლო წლიდან დაგეგმილია გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირება, - აღნიშნულის შესახებ სკოლებმა სამინისტროსგან წერილი და რეკომენდაციები უკვე მიიღეს.
თუმცა დოკუმენტში საუბარია, რომ ყველა მოსწავლე გაივლის სავალდებულო ძირითად კურსს, რომელიც მისი დატვირთვის დაახლოებით 40%-ს მოიცავს, ხოლო „დარჩენილ 60%-ს შეადგენს მოსწავლის მიერ არჩეული საგნები, რასაც ირჩევს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე“.
ცნობილია საგნები, რომლებიც მოიცავს ძირითად კურსს: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ინგლისური ენა, სპორტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEAM), საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სწავლება. არჩევითი გაძლიერებული კურსი კი მოიცავს - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გაღრმავებულად სწავლებას ან/და მოკლევადიანი კურსების აღებას, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სამართალი, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და სხვა.