2025-2026 სასწავლო წლიდან დაგეგმილია გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირება, - აღნიშნულის შესახებ სკოლებმა სამინისტროსგან წერილი და რეკომენდაციები უკვე მიიღეს. თუმცა საინტერესოა, რის მიხედვით შეირჩევიან პედაგოგები.
ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2025-2026 სასწავლო წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად პილოტირების შედეგების გათვალისწინებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნება, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე.
სამინისტროს მხრიდან განხორციელდება გაძლიერებული საგნის მასწავლებელთა პირველადი ტრენინგი და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესში მთელი წლის განმავლობაში.
ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება იმ მასწავლებლების და სკოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაერთვებიან პილოტირებაში“.