ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ
26-06-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი გასართობ-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

სკოლის 1-ელი, მე-3 კლასების მოსწავლეებს დედაქალაქს ესტუმრნენ. მოსწავლეები იმყოფებოდნენ ციფრულ მუზეუმში, სადაც გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამას - „ყალქვეშა სამყარო“.  შემდეგ ესტუმრნენ ზოოპარკს. ბოლოს კი ესტუმრნენ „დინოს აკადემიას“, სადაც პატარები არაერთი შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ. ეს არის ადგილი სადაც ცოცხლდება ხის,თიხის ფიგურები და ხდება მისი დამუშავება. აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

ექსკურსიიდან მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. გასვლით ღონისძიებას ორგანიზება გაუწია 1-ელი კლასის დამრიგებელმა - ეკატერინე თედეშვილმა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...