თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა საბადი მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა 
26-06-2025

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორისაა, მოსწავლე ლუკა საბადი, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტში“ წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი, სიგელი და სპეციალური პრიზი დაიმსახურა. 

მოსწავლეს პრიზები გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე საზეიმოდ გადაეცა. 

მოსწავლის მათემატიკის პედაგოგი ლალი გელაშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...