ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა, ამასთან, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სახელმძღვანელოებში ამოკითხული ინფორმაცია საკუთარი თვალით იხილონ და ცოდნა ნანახზე დაყრდნობით გაიმდიდრონ.
2024-2025 სასწავლო წლის დასასრულს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიშის საჯარო სკოლაში მოეწყო ორი ექსკურსია - პირველი დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბავშვებისთვის, მე-2 კი საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასწავლო-შემეცნებითი ტურის მარშრუტი გახლდათ - სათაფლია, გასართობი ცენტრი, წყალტუბოს პარკი.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კი მოიარეს - ყაზბეგი, ჩარგალი, ანანური, გერგეთი, დარიალის ხეობა, ბაზალეთი.
მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდნენ.
„კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონებებით დატვირთული დღე შეემატა ჩვენს სასკოლო ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: