სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება პედაგოგები მიმართავდნენ სხვადახვა სასწავლო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს.
მე-7 კლასის მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი საგანი ფიზიკაა, რადგან მეცნიერებას საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებით, ექსპერიმენტებით, პროექტებითა და აქტივობებით სწავლობენ.
მათ შორის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ჩემი ოცნების ქალაქი“, რომლის ფარგლებში მაკეტი დაამზადეს.
მოსწავლეებმა პროექტზე ხალისითა და დიდი ინეტრესით იმუშავეს.