ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა, პედაგოგ ირმა ღვინიანიძის ხელმძღვანელობით, გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები შეასრულეს, იცეკვეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
მე-4 კლასელებმა სპეციალურად ღონისძიებისთვის სიმღერაც ჩაწერეს - მე-4 კლასელები ქუთაისზე რეპავენ.
„კიდევ ერთი სიმღერის ახალი ვერსიით ეფერება ქუთაისს ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე-4 კლასის 2025 წლის გამოშვება“,- აღნიშნავს პედაგოგი და ვიდეორგოლს გვიზიარებს.
იხილეთ ვიდეო