ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ იმედაძე მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებული და სპეციალური პრიზის მფლობელია
26-06-2025

ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადახვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწაცლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

როგორც სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი აღნიშნავს, ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, წარმატებით მონაწილეობენ ქალაქის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

ახლახან, „მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადა 2025“-ში ჟანრში - „ზეპირსიტყვიერება“, მე-6- მე-11 კლასების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა N21 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ იმედაძე.

მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები 19 ივნისს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა: შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, მოსწავლეებში პოეზიისა და პროზის სიყვარულის გაღვივება და პოპულარიზაცია, ქართული სიტყვის მხატვრულად წარმოთქმა, დეკლამატორული ხელოვნების მიმართ ინტერესი, ახალგაზრდებში ზეპირსიტყვიერების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სკოლის ხელმძღვანელოს თქმით, ნიკოლოზს მაღალ დონეზე აქვს განვითარებული მხატვრული კითხვის ტექნიკა, ტექსტის გააზრებული კითხვის უნარი; რითმის შეგრძნება, ემოციის გამოხატვა, არტისტიზმის უნარები. ძალიან შთამბეჭდავად, არტისტულად, გრძნობითა და ემოციებით წაიკითხა შალვა კეღოშვილის ლექსი - „მერა რა რომ დიდი გვებრძვს“. მაყურებლის სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი, შემოქმედებითი და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა.

„ნიკოლოზი არა მარტო პოეზიაზე, მხატვრულ კითხვაზე, ასევე თავის სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდაა და, მჯერა, რომ იგი მომავალში თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

საინტერესო ღონისძიებისთვის დიდი მადლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხელმძღვანელს - მაია ცქიტიშვილს, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...