ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, პედაგოგები ზრუნავენ ბავშვების მოტივაციაზე, ითვალისწინებენ მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, ახალისებენ ნიჭსა და შესაძლებლობებს. ამ მიზნით, 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.
რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს და მათ არაერთი საზეიმო აქტივობა შესთავაზეს.
ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა და სასკოლო ცხოვრებაში დიდი მხიარულება შეიტანა.
მოსწავლეებს იმღერეს, იცეკვეს და ბევრი იხალისეს.
„გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, თქვენ ჩვენი ფერადი სამყარო, მომავალი და სიცოცხლის აზრი ხართ. იმრავლეთ, იხარეთ და იძლიერეთ მთელი სამყაროს ყვავილებო“- ამ სიტყვებით მიმართეს სკოლაში მოსწავლეებს და ლაღი და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს.
იხილეთ ვიდეო: