
ქუთაისის N24 საჯარო სკოლა აქტიურად გლშემატკივრობენ მოსწავლესა და წარმატებულ სპორტსმენს - მათე ონიანს.
მათე ონიანი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს 15 წლამდე ნაკრების წევრია. ჩემპიონატი იმართება იტალიის ქალაქ კაორლეში.
მათე ონიანი 85კგ წონის კატეგორიაში ჩემპიონატის (U15) ფინალში დღეს იასპარეზებს.
სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს მას ამ მნიშვნელოვან ასპარეზობაზე და უკვე მიღწეულ წარმატებას დიდი სიხარულით ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: